ისრაელსა და "ისლამურ ჯიჰადს" შორის ზავი შედგა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 11:30- ზე შევიდა ძალაში. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ "ისლამური ჯიჰადი" შეთანხმებას დაარღვევს, ისრაელის თავდაცვის ძალები "ძალისმიერად" იმოქმედებენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ეგვიპტე ისრაელთან დაჯგუფების ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს.
თავად ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პალესტინის ისლამური ჯიჰადის ორი ცნობილი წევრის გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლების თქმით, ისინი შეთანხმებას დაიცავენ თუ მოწინააღმდეგე ზავს არ დაარღვევს.
"საერთაშორისო ძალისხმევის შემდეგ და განცხადების ფონზე რომ ეგვიპტე იმუშავებს შეიხ ბასამ ალ-საადისა და ხალილ ავაუდეს გასათავისუფლებლად, ჩვენ "ისლამური ჯიჰადის" მოძრაობა პალესტინაში ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ. ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 11:30 დაიწყო და ამ შეთანხმებას დავიცავთ, თუ მას მტერი არ დაარღვევს,"-აცხადებს "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენელი დავუდ შეჰაბი.