7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.