დღეს, 1 აგვისტოს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისნის რაიონში ირბახის ქ. N103-თან, წყალსადენის ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 1 აგვისტოს 22:00 საათიდან 2 აგვისტოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ზურაბაშვილის (კობარეთის); აწყურის; კაჩინსკის (შავი ზღვის); დოესის; კოშკოვანის; ძევერის; გარეკახეთის; ზინდისის; ცუცხვათის; დედოფლისწყაროს; თელავის; ახმეტის; ნიორაძის გუთნის; ხახანაშვილი; წინანდლის; ვაჟა ივერიელის; ბოჭორმის; მეტეხის, ჩეხოვის; ისნის; ფერიცვალების; ჯორბენაძის; სოლომონ ბრძენის; ღვინის აღმართი; დუტუ მეგრელის; მეტეხის აღმართის; მაჭარის; მუკუზანის; იალბუზის; ლუსინიანის; 300 არაგველის; შავსოფლის; ბოდბეს; არბორშიკის; ზახაროვის; დოლაბაურის ქუჩებს; წამებულის (წმინდა ქეთევან დედოფლის); პატარძეულის; კაკულიას; უჯარმის; ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის; დესპინე გელოვანის, ალექსანდრე ახვლედიანის ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.