ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ საკუთარი მანქანის საბარგულში ათობით რუსული სანომრე ნიშანი იპოვა. შემთხვევა თბილისში მოხდა.
"დღეს სახლიდან გამოვდიოდი და შევამჩნიე,რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო, ლოგიკურად საბარგულისკენ წავედი დანგრატის საძებნელად და ჰოი საოცრებავ....
უკან საბარგულში ვპოულობ ამას!
და ჯერ ვერანაირად ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემი მანქანის უკანა საბარგულში....
მსგავსი არაფერი არასდროს მდებია," - დაწერა ჭიბოშვილმა.
მოგვიანებით მან შემთხვევის ადგილიდან ფეისბუქლაივი ჩართო და პოლიცია გამოიძახა. ჭიბოშვილი ამბობს, რომ მანქანა სხვა პირისთვის არ უთხოვებია და არც რუსეთის მოქალაქეებთან ჰქონია შეხება, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები.