27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ​ინტერნეტსივრცეში ე.წ. ფიშინგის ნიშნების შემცველი ფინანსური შეთავაზებების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. 

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ პირადი მონაცემები.

"ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. კერძოდ, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი, მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით, სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი, ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად, სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მიღებული შეთავაზების ნამდვილობა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები