27 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ვინც ცეცხლს ეთამაშება ის იღუპება, იმედია ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს - ჩინეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს

ვინც ცეცხლს ეთამაშება ის იღუპება, იმედია ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

სინ ძინ პინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა. ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაუთმეს.

ჩინური მედია წერს, რომ ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს უთხრა რომ პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას. თეთრი სახლი კი იუწყება, რომ ბაიდენმა ტაივანთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლას.

დღის ამბები