27 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცი გარდაიცვალა

გორში, თავდაცვის აკადემიაში მამაკაცი გარდაიცვალა, განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს :

"მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს. 

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები