27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გია ცაგარეიშვილი: "ნაცმოძრაობის"  ხელდასმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს რეზოლუციაში - ამ რეზოლუციაზე  კარგი  იქნებოდა ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მისთვის გასაკვირია, რადგან ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან წასულია და მმართველ გუნდთან არავითარი კონტაქტი აღარ აქვს. 

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, უმჯობესია, ელჩი იმ ადამიანებს ესაუბროს, რომლებსაც ხელისუფლების მართვის ბერკეტები აქვთ. მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა, ელჩის პასუხის მოსმენა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. 

"მე ვფიქრობ, უმჯობესია, ადამიანები ესაუბრებოდნენ იმ ჩინოსნებს, იმ მოხელეებს, რომლებსაც ხელისუფლების რეალური მართვის ბერკეტები უპყრიათ  ხელთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც ცოტა გასაკვირი იყო, რატომ შეხვდა ქალბატონი ელჩი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით ბატონ ივანიშვილს და რაზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საუბრის შინაარსი დაფარულია და არ ვიცით. შევახსენებ ქალბატონ ელჩს, სულ მცირე, ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელდასხმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს  ევროპარლამენტის რეზოლუციაში. აი,  სწორედ ეს რეზოლუცია, რომ ამდაგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ამაზე,  კარგი იქნებოდა, ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა. რას ფიქრობს ის ამგვარ უადგილო უშინაარსო ჩანაწერებზე," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები