27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ჯარისკაცის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა უკრაინელ მღვდელს ჯვრით სცემა (VIDEO)

უკრაინაში, სოფელ იალანეცში გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. რუსული ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელი შეეცადა, უკრაინელი მღვდელი ჯვრით ეცემა, ვიდეოს ადგილობრივები ავრცელებენ. 

რუსი მღვდლის გაღიზიანება გამოიწვია უკრაინელი სასულიერო პირის განცხადებამ, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი წამოიწყო და ამას მხარს რუსული ეკლესია და მრევლიც უჭერს. 

ინციდენტი მალე ამოიწურა და დაკრძალვის ცერემონიალი გაგრძელდა. 

დღის ამბები