27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ბობოყვათის სამკერვალოში, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა

ბობოყვათის სამკერვალოში, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ტექსტილის სამკერვალოში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული. სავარაუდოდ, რამდენიმე დასაქმებულს ინტოქსიკაცია აღენიშნება. 

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

ამასთან, როგორც "აჭარის სოკარ გაზში" განმარტავენ, ადგილზე იმყოფებოდნენ მობილური ჯგუფები, მათივე თქმით გაზის გაჟონვა შენობის გარეთ 3 დღის მოხდა, (სამუშაოების ჩატარების დროს, ტექნიკა გაზის მილს გამოედო). რაც შეეხება შენობაში გაზის გაჟონვას, ფაქტი არ დასტურდება, რადგან შენობაში გაზის მიწოდება 6 დღეა გათიშული იყო. 

საწარმოს ადმინისტრაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია რამდენიმე თანამშრომლობის ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით, უცნობია. 

 

 

 

 

დღის ამბები