27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
3 ოპოზიციური პარტია მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მესამე სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე მსჯელობს

ოპოზიცია ევროპის 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს - სამი პარტია ახლა პარლამენტში მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მესამე სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან მსჯელობს.

"არის მოსაზრებები, რა შეიძლება ამ მხრივ გაკეთდეს - დაწყებული ნიკა გვარამიას გათავისუფლებით, შეწყალებით, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაა, ასევე 5 ივლისის მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანა და პოლიტიზირებული საქმეების შეკერვის მცდელობებისთვის თავის დანებება,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ მთავარია დაიწყოს გამოძიება მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე. 

 

დღის ამბები