უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის კოლოფი.
პროდუქციის ღირებულება 10 000 ლარს აღწევს. დაკავებულს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება.