27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
უკრაინას ეტაპობრივად გავხდით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი.

უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ხერსონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული ძალები ადგილზე მნიშვნელოვან ხიდებსა და გადასასვლელებს ანადგურებენ, რათა რუსული ჯარების სამოქმედო გეგმა ჩაიშალოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებაც და აღნიშნა, რომ უკრაინულ საზოგადოებას ანდრეი კოსტინის სამომავლო საქმიანობისადმი დიდი მოლოდინები აქვს.

"პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო უკრაინული ძალების მიერ ხერსონში, ანტონოვსკის ხიდისა და სხვა გადასასვლელების განადგურების შესახებ. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანს აღვადგენთ, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ოკუპანტებს არ ჰქონდეთ ლოჯისტიკური წარმატებები ჩვენს მიწაზე. რაც არ უნდა იყოს მათი გეგმები, ჩვენ მათ ყოველგვარი გზით ჩავშლით.

ჩვენ ასევე ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ ასევე ჩვენს პარტნიორებს დაეხმარება, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. უკრაინას ეტაპობრივად გავხდით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები