უკრაინაში ომის 155-ე დღეა - რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე. დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის არის 12 წლის ბიჭი. ოლქის მასშტაბით საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული, მოსახლეობას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ და უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. ქალაქის მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსულმა ძალებმა 14-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 2 დასახლება.
ხანძარი გაჩნდა ოდესის პორტში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.