27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
მექსიკის დედაქალაქში ნარკოკარტელების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

მექსიკის დედაქალაქში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, ადგილობრივმა სამართალ დამცველებმა დილის 7 საათზე ჩაატარეს. პოლიციამ ორი სატვირთო მაშინ დააკავა, როდესაც ნარკოკარტელებს ტვირთი ოახაკას შტატიდან , დედაქალაქ მეხიკოში გადაჰქონდათ .

როგორც ირკვევა, ტვირთი კოლუმბიიდან მექსიკაში ჯერ წყნარი ოკეანის გავლით , შემდეგ კი სატვირთოებით შეიტანეს. ნარკომოვაჭრეები ასობით შეკვრა კოკაინის გადატანას ტეპიტოს რაიონში გეგმავდნენ, რის შემდეგაც თითქმის 2 ტონა ნარკოტიკული საშუალებას სარეალიზაციოდ შეერთეებულ შტატებში გადაიტანდნენ, კონკრეტულად კი ლოს ანჯელესში .

ტვირთი 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული , თუცა მისი სარეალიზაციოდ გატანის შემთხვევაში ნარკოტიკის ფასი ორჯერ ან სამჯერ გაიზრდებოდა. სპეცოპერაციის ფარგლებში 4 კოლუბიელი დააკავეს . პოლიცია მიიჩნევს, რომ დაკავებულები დურანგოს კრიმინალურ დაჯგუფებას მიეკუთნებიან, რომლებიც დაკავშირებულები არიან ცნობილ სინალოის კარტელთან .

ეს მეხიკოში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ამ თვეში ჩატარებული მეორე მასშტაბური ოპერაციაა. ორი კვირის წინ პოლიციამ დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში 14 ეჭვმიტანილი დააკავა, რა დროსაც ნარკოტიკებთან ერთად იარაღიც ამოიღო. ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცვლეებმა ნარკობარონი რაფაელ კარო კინტეროც აიყვანეს , რომელიც გვადალახარას კარტელის თანადამფუძნებელია.

დღის ამბები