27 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ლიზინგის თაღლითურ სქემაზე დაკავებულები, ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან, დაკავებულია 12 პირი

ლიზინგის თაღლითურ სქემაზე დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან - სპეც ოპერაცია თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავეს, კიდევ ექვსს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი ლიზინგით ავტომობილებს ყიდულობდა, ხელშეკრულებებს ერთმანეთზე აფორმებდნენ, თანხას კი არ იხდიდნენ. სულ 20-მდე ავტომობილი მიითვისეს. კურიერი დღეს დაკავებულთა ახლობლებს ესაუბრა.

ბრალდებულების ოჯახის წევრები უარყოფენ დაკავებულების მონაწილეობას თაღლითურ სქემაში და ამბობენ, რომ ბრალდებულები თაღლითურ სქემაში მოტყუებით გაებნენ.

დაკავებულების ნაწილი მოთავსებულია ზაჰესის, ნაწილი კი მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

დღის ამბები