"ნაპოლიმ" 2022-23 წლების სეზონისთვის, მაისურის ახალი დიზაინი წარადგინა. გასულ სეზონის მსგავსად, "ნაპოლის" ამჯერადაც "ემპორიო არმანი - EA7" შემოსავს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი მაისურების ვიდეორგოლი, რომელშიც ნაპოლის 6 ფეხბურთელები მონაწილეობს. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც. დღეს ნეაპოლიტანური კლუბი მე-3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 22 საათსა და 30 წუთზე "ნაპოლი" თურქეთის "ადანა დემირ-სპორს" დაუპირისპირდება.