27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ამ წუთებში სასამართლო რეფორმაზე "ქართული ოცნება" და 5 ოპოზიციური პარტია მსჯელობს - რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ

ევროკავშირის 12 დათქმაზე შეხვედრები გრძელდება - ამ წუთებში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" და 5 ოპოზიციური პარტია მსჯელობს, შეხვედრას ესწრება მესამე სექტორიც. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს, ამ საკითხზე მხარეებს განსხვავებული პასუხები აქვთ.

"დღეს, ჩვენ ვხვდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ფარგლებში არსებულ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პლატფორმაში არიან გაწევრიანებულნი. გვსურს მათ შევთავაზოთ, რომ ოფიციალურად ჩვენ როდესაც ჩამოვაყალიბებთ, დავაკომპლექტებთ კომიტეტის ფარგლებში პარტიული წევრებისა და ოპოზიციური წევრების გარდა, სხვა წარმომადგენლების მეშვეობით ამ ჯგუფს, მათ ამ პლატფორმის ფარგლებში გამოყონ მათთვის მისაღები ორი კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. არის რიგი სხვა საკითხები, ჩვენ დასახელებული გვაქვს საპროცესო ვადები დაცვის აუცილებლობა",- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები