607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა - გადაწყვეტილება ბერმუდას უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ბანკს თანხის დაფარვა 42 დღის განმავლობაში მოუწევს. ეს ფული ანგარიშზე იქნება დაცული საჩივრების დადგენამდე, რის შემდეგაც საბოლო ზიანი აუნაზღაურდებათ მოსარჩლეებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება მარტში მიღებულ დადაგენილებას, რომლის მიხედვითაც "კრედიტ სუისი" პასუხისმგებელია იმისთვის, რომ არ მიიღო ადეკვატური ქმედებები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი "კრედიტ სუისის" ანგარიშებზე, ჯამური ზარალი მილიარდ დოლარზე მეტია.