მექსიკელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად მასშტაბური რაოდენობის, 2 ტონამდე კოკაინი ამოიღეს.
ნარკოტიკი სარეალიზაციოდ შეერთებულ შტატებში უნდა გადაეტანათ. კოკაინი კოლუმბიიდან ოთხმა ნარკოკარტელმა ჯერ ოკეანის გავლით, შემდეგ კი ხმელეთით, დედაქალაქ მეხიკოსთან ახლოს შეიტანა.
დაკავებულები კოლუმბიელები არიან, ისინი სინალოის კარტელთან არიან დაკავშირებულები. კოკაინის ღირებულება 20 მილიონი დოლარია, რომლის ფასი რეალიაზაციის შემთხვევაში სამჯერ გაიზრდებოდა.