აჭარაში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გაეცნო - სოფიო გორგოძე დღეს ბათუმის N14 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა. მისი თქმით, 2022 წლის საგამოცდო სესიების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
41 ათასი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. სესიები სრულად მას შემდეგ ჩაითვლება დასრულებულად, რაც კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებით გამოცდებს გაივლიან.