27 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას.

შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.

დღის ამბები