ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ტელეფონში პორნოსაიტებს ათვალიერებდა, რამდენიმე მანქანას დაეჯახა, ავარიის შედეგად კი 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
იონ ონუტა უკვე დაკავებულია. მას რვა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამაკაცმა დანაშაული აღიარა.
BBC-ის დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში მამაკაცი მომხდარს ნანობს და დაღუპულთა ოჯახებს ბოდიშს უხდის. როგორც გამოცემა იუწყება, ციხეში ინტერვიუს მსვლელობისას, მამაკაცი ტიროდა:
"ტელეფონით ყურადღების გაფანტვა, ეს ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო. მინდა მათ [ოჯახებს] ბოდიში მოვუხადო. ძალიან ვწუხვარ. ცუდად ვგრძნობ თავს მომხდარის გამო. ნამდვილად ძნელია ამის მიღება," - განაცხადა იონ ონუტამ.