27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ კელი დეგნანს, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და  შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით მის პირად პრობლემაზე საუბრობს. 

წერილის ბოლოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ ის აშშ-ის ელჩს შეხვდა, შეხვედრა კელი დეგნანის თხოვნით გაიმართა. 

"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა," - ნათქვანია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

ასევე, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობები არ დაზიანდეს:

"დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს," - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები