27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ომის 154-ე დღე - რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე, გასულ ღამეს, მასობრივი შეტევა განახორციელა

ომის 154-ე დღე - ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქზე მიიტანეს - ერთი რაკეტა ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ შენობას მოხვდა. დაიღუპა 3 ადამიანი - მაშველებმა 4 მოქალაქის გადარჩენა და შენობის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. 

მასიური შეტევა იყო ღამის განმავლობაში სუმის ოლქზეც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა იერიში ტერიტორიაზე გრადის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. არიან დაშავებულები. 

გრძელდება სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვაც. აფეთქების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში. როგორც უკრაინული მედია წერს, შეტევა შესაძლოა, უკრაინელებმა ანტონოვსკის ხიდზე მიიტანეს. 

დღის ამბები