27 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"უმჯობესი იქნებოდა და ევროკავშირიც ამას გვთხოვს, რომ ერთად პროცესი ერთად დაგვეწყო" - არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს ევროპული მომავალი, თანამშრომლობისა და სტრატეგიის კონცეფცია - არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.

მესამე სექტორის შეფასებით, ერთობლივი მუშაობის დაწყება უმჯობესი იქნებოდა. 

მონაწილეები მსჯელობენ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პირობა. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ სამუშაო ჯგუფები შესაძლოა არსებობდნენ სხვადასხვა ფორმატის, თუმცა საზოგადოებისთვის ახლა მნიშვნელოვანია შედეგი და კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებები.

"დღევანდელი შეხვედრა იქნება სტრატეგიის დაგეგმვა როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე რა არის სამოქალაქო საზოგადოების როლი. შესაძლოა რეალურად არსებობდეს სამუშაო ჯგუფები, თუმცა ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა და ევროკავშირიც ჩვენ ამას გვთხოვს, რომ ერთად დაწყებულიყო პროცესი. რამდენიმე საკითხს საერთოდ არ სჭირდება სამუშაო ჯგუფი, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ გაგრძელება სჭირდება. შესაძლოა იყოს ეს სამუშაო ჯგუფებიც, შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხელისუფლების და ოპოზიციის, მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც ის არის, რომ რაც არ უნდა კარგი კანონპროექტი იყოს დაწერილი რომელიმე ჯგუფის მხრიდან, ამას სჭირდება ერთობლივი მხარდაჭერა, კონსენსუსზე დაფუძნებული მხარდაჭერა და ამას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

პარტია "საქართველოსთვის" შეფასებით, ოპოზიცია პარალელური პროცესის დაწყებით სტრატეგიულ შეცდომას უშვებს 

დღის ამბები