27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ბათუმი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ემზადება

ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ემზადება - რიგით მე-15 ფესტივალზე მსმენელის წინაშე 6 გრემის მფლობელი ელ მაკეიფანქის დედოფალი ქენდი დალფერი და ბორის ბენდ ქომბინეიშენი წარსდგებიან. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულებისთვის დაუკრავენ ქართველი არტისტებიც.

15 წლის განმავლობაში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალმა მსოფლიოში ცნობილ არაერთ მუსიკოსს უმასპინძლა, მათ შორის მეისი გრეის, ჯემი როქუაის და რობერტ პლანტს.

ფესტივალის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ღია ცის ქვეშ 12-დან 14 აგვისტოს ჩათვლით მელომანებს და ბათუმის სტუმრებს დაუვიწყარი საღამოები ელოდებათ.

დღის ამბები