27 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"არახამიას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ დავით არახამიას გუშინდელ განცხადებას უპასუხა, მისი თქმით, რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. 

"ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც,  მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე.

ამასთან, არახამიას განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის უშუალოდ ირაკლი კობახიძეზე საუბრობს,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "არახამია არაკაცია". 

„არახამია არის არაკაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, - განაცხადა მან. 

დავით არახამიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს "КГБ-ს აგენტის შვილი"უწოდა. 

დღის ამბები