მილიარდერების - ელონ მასკისა და სერგეი ბრინის დიდხნიანი მეგობრობა დასრულდა - როგორც Wall Street Journal წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასკს "გუგლის" თანადამფუძნებლის, ბრინის ცოლთან, გასულ წელს რომანი ჰქონდა, რაც წყვილის განქორწინებით დასრულდა.
გამოცემის ინფორმაციით, ხანმოკლე რომანი მასკსა და მისი მეგობრის, ნიკოლ შანაჰანს შორის გასული წლის დეკემბერში, მაიამიში გამართულ ფესტივალზე დაიწყო. ბრიმმა განქორწინებაზე განცხადება მომდევნო თვეში შეიტანა, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მან ცოლისა და მეგობრის რომანის შესახებ შეიტყო.
Wall Street Journa-ის ინფორმაციით, მასკმა წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე, მუხლზე დამდგარმა სთხოვა ბრიმს პატიება, თუმცა ორ მილიარდერს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა და ბრიმმა გადაწყვიტა, მასკის კომპანიებში მისი პერსონალური ინვესტიციები გაყიდოს.
მასკს და ბრიმს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. "ტესლას" დამფუძლებელი ხშირად რჩებოდა ხოლმე მეგობრის სახლში.
გავრცელებულ ინფორმაციას "ტვიტერზე" გამოეხმაურა ელონ მასკი :
"ეს სრული სისულელეა. მე და სერგეი მეგობრები ვართ და გასულ ღამესაც ერთად ვიყავით წვეულებაზე. ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე ბოლო 3 წლის განმავლობაში, ორივეჯერ - უამრავი სხვა ხალხის გარემოცვაში. არაფერი რომანტიკული," - წერს მასკი.