27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელისუფლებას აქვს კარგი ურთიერთობა და მუდმივად მის გაღრმავებაზე ზრუნავს - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. თავად წერილის შინაარსში შესვლისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაა

"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელისუფლებას აქვს კარგი ურთიერთობა და მუდმივად მის გაღრმავებაზე ზრუნავს.

რაც შეეხება ამ ჯგუფის განცხადებას, არ ვიცი, რამდენად სიღრმეში უნდა შევიდე იმ თემის, რა თემაც მათ წამოწიეს, მათ თავის დროზე თქვეს, რომ გასვლა უნდათ "ქართული ოცნებიდან", იმიტომ რომ რაღაცები აქვთ სათქმელი და როგორც აღმოჩნდა, მათი სათქმელი ეს არის. მეც რომ მათ აზრზე ვიყო და იმავეს თქმა მინდოდეს, მეც გავიდოდი მათთან ერთად.

რაც შეეხება, პასუხის არგაცემას, საქართველოს არჩეული დეპუტატები არიან, იზიარებ მათ აზრს თუ არ იზიარებ, პატივისცემა ნებისმიერ არჩეული პირისადმი, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობს და საზოგადოების რაღაც ნაწილს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ელემენტარული ეთიკაა და პოლიტიკური მორალია, რომ ამას ცოტა კორექტული პასუხი სჭირდება ნამდვილად,“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები წერენ, რომ შტატების ელჩისგან ორი კვირის წინ დასმულ კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ რაც მათ აძლევს მყარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას- კერძოდ, იმის თქმის საფუძველს, რომ ელჩი არათუ არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერს მას.

დღის ამბები