27 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
"ოცნების" ლიდერები პარტიის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე მცხეთაში, პარტიის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ზაალ დუგლაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის მხარეში აბელ აბესაძე, მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.

გასულ კვირას შეხვედრები გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

დღის ამბები