27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"სამუშაო ფორმატში ვიკრიბებით, განიხილება 3 საკითხი" - 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიცია მმართველი გუნდის პარალელურად საკუთარ ინიციატივებზე მუშაობას დღეიდან იწყებს

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმები - პარლამენტში, მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფების პარალელურად, დღეიდან მუშაობას ოპოზიციაც იწყებს.

ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილის განმარტებით, ისინი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივებს საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ.

მათი განმარტებით, ოპოზიცია მაქსიმალურს გააკეთებს მმართველი გუნდი აიძულოს, მათ წინადადებებს მხარი დაუჭირონ - წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, დღის წესრიგში ისევ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დაბრუნდეს.

"სამუშაო ფორმატში ვიკრიბებით, განიხილება 3 საკითხი - ანტიკორუფციული მიმართულებით, რეკომენდაციების შესრულება მართლმსაჯულების რეფორმის მხრივ და საარჩევნო სისტემის მხრივ. ითქვა ძირეულ საკითხებზე უარი და ამან განაპირობა ეს სამუშაო ფორმატები, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ევროპარლამენტარებს და არავის უთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შერჩეულ საკითხებზე დასხედით სამუშაოდო. მათ თქვეს შესრულდეს 12 რეკომენდაცია, შესაბამისად, ჩვენ ყველა საკითხს ვაყენებთ, უფრო მეტიც, "ქართული ოცნება" გარბის სამუშაო პროცესიდან," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. 

"გირჩისთვის" კი გაუგებარია, რა მიზანი აქვს პარალელურ სამუშაო ჯგუფებს და მოუწოდებენ კოლეგებს მნიშვნელოვან თემებზე ერთად იმსჯელონ.

დღის ამბები