27 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ფილიპინებში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა 3 ადამიანი

ფილიპინებში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა 3 ადამიანი, ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი მერია.

უნივერსიტეტში თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სტუდენტები სწავლის დასრულებას ცერემონიით აღნიშნავდნენ. დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღებით გადაადგილდებოდა, სროლის შემდეგ კი გაქცევა ავტომობილით სცადა, თუმცა მისი შეჩერება მოახერხეს.

რა გახდა დანაშაულის მოტივი - ზუსტი მიზეზი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე ექიმია, რომელსაც უთანხმოება ყოფილ მერთან ჰქონდა.

დღის ამბები