27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ომში მყოფი უკრაინა საქართველოს ისევ პოლიტიკურ პრეტენზიებს უყენებს - ამჯერად კრიტიკა "კურიერთან" ინტერვიუს დროს რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოსგან ისმის

ალექსეი გონჩარენკომ ომის პირობებში ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. უკრაინელმა დეპუტატმა ღიად თქვა, რომ არ აქვს მტკიცებულებები, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, თუმცა როგორც უკრაინელი პოლიტიკოსისთვის, გაუგებარია რატომ არ დაუწესა მოძმე ქვეყანამ ოკუპანტ ფედერაციას სანქციები.

ალექსეი გონჩარენკოს ამ განცხადებას მალევე უპასუხეს საქართველოში. "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისთვის, უკრაინელი კოლეგის ბრალდებები გაუგებარი და მიუღებელია. ამბობენ, რომ მტკიცებულებების გარეშე საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობაში დადანაშაულება კონკრეტულ მიზანს ემსახურება და მათ ინტერესშია, ვისაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს. 

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები არ უკვირთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. მათი თქმით, კრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირდება. ისინი ომის დროს, მმართველი პარტიის ქმედებებსა და რიტორიკას იწუნებენ და მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამან მნიშვნელოვნად დააზიანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

საქართველო და უკრაინა რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ, ეს ორი ქვეყნის ხელისუფლებას ამერიკელმა დიპლომატმა შეახსენა. კელი დეგნანი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის დაყოფა მხოლოდ რუსულ მიზანს ემსახურება.

მიუხედევად კიევის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებისა, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისი აქტიურად განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე. 

 

დღის ამბები