27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა, ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება - კელი დეგნანი

როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ,- კელი დეგნანის ამ კომენტარს ამერიკის საელჩო აქვეყნებს.

ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება.

"როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება", - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები