27 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ევროპასა და აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან

ევროპულ სახელმწიფოებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, საფრანგეთში კი აცხადებენ რომ სტიქია ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში უკვე კონტროლს ექვემდებარება.

ცეცხლი უკიდია აშშ-ის სამხრეთ ნაწილში არსებულ ტყის ფართობსაც, ტეხასში ცეცხლმა 21 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, როგორც ცნობილია, დამწვარია 26 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ცეცხლი ძირითადად ბალახებს და ბუჩქებს უკიდია.

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 40 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება. სიცხეებმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია.

დღის ამბები