ბათუმი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. ორ დღეში აჭარაში ჩასულ ქართველ და უცხოელ მსმენელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ცნობილი მუსიკოსების მიერ შესრულებული შედევრების მოსმენა შეეძლებათ. ფესტივალის პირველ საღამოს კი ცნობილი ქართველი პიანისტი და ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე გახსნის.
"ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი" უკვე მეხუთე წელია იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, 9 წლის განმავლობაში კი 60-ზე მეტი კონცერტია ჩატარებული. მუსიკის მოყვარულებს კლასიკური ნაწარმოებების მოსმენა 23-დან 31 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.