27 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ დიპლომატს იცავს - რა გამოხმაურება მოჰყვა ვაშინგტონის მკაცრ გზავნილს თბილისში

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს - სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ დიპლომატს იცავს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს ელჩ დეგნანზე თავდასხმა შეწყვიტონ.

"დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ," - აცხადებს ნედ პრაისი და საქართველოს კიდევ ერთხელ ახსენებს ამერიკის წვლილს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება ოპოზიციისთვის ხელისუფლების ანტიდასავლურ კამპანიაზე ვაშინგტონის პასუხია. ოპონენტები მმართველ გუნდს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.​

ის, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში დიპლომატზე თავდასხმად შეფასდა, მმართველი გუნდისთვის თბილისსა და ვაშინგტონს შორის არასწორი ინფორმაციის გაცვლაა. "ქართულ ოცნებაში" ამერიკის ელჩზე თავდასხმას კატეგორიულად გამორიცხავენ.

ნედ პრაისის მხარდამჭერ განცხადებას დღეს კელი დეგნანიც გამოეხმაურა. დიპლომატი ყურადღებას ურთიერთპატივისცემაზე ამახვილებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას, განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებდა, რომ მთავარ მოკავშირესთან ურთიერთობა მეტად უნდა გაძლიერდეს.

დღის ამბები