27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილის საკითხსაც, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დააფიქსირებს ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის ოლიგარქია, ან ფარული გავლენები აქვს პოლიტიკაზე და მედიაზე:

"შეხვედრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, ვის რა რეაქცია ჰქონდა ამა თუ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მას აქვს ფარული გავლენები პოლიტიკაზე და მედიაზე, ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ. ვთქვით, ეს ფაქტად დავაფიქსირეთ და ამაზე სხვაგვარი პასუხი ჩვენ არ მიგვიღია. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ფაქტი, თუ ევროპარლამენტარი არის მიუკერძოებელი და ამ შეხვედრაზე დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა იყო მიუკერძოებელი, ბუნებრივია, როცა ფაქტს ეუბნები ამაზე არაფერს გიპასუხებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუკერძოებელი იყო დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა.

დღის ამბები