მთის კვირეული სრულდება - თუშეთისა და ყაზბეგის შემდეგ, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სვანეთი და რაჭა ელოდებათ. მთაში მოგზაურობის მოყვარულებს, მესტიასა და შოვში, შეფ მზარეულები მთელი საქართველოდან უმასპინძლებენ. ათობით სხვადასხვა დასახელების ტრადიციული კერძი, ფოლკორული მუსიკა და სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სანახაობისა, რომელიც ტურისტებს კვირეულის ფარგლებში ელოდებათ.
გაგრძელდება ხინკლის დღეებიც, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასი, იქნება ექსპერიმენტებიც. ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.