27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ - ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედგა საინტერესო დისკუსია ყველა აქტუალურ თემაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებთან ყველა მნიშვნელოვან თემაზე ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ:

"გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ბატონი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობდა. შედგა ძალიან საინტერესო საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები. ეს დახურული შეხვედრა იყო და რა თქმა უნდა, ამ საუბრების შინაარსს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები