27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
რიკი მარტინს სასამართლომ ინცესტის ბრალდება მოუხსნა, რის გამოც მომღერალს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

ცნობილ პუერტორიკოელ მომღერალს რიკი მარტინს სასამართლომ ინცესტის ბრალდება მოუხსნა, რაშიც მას საკუთარი დისშვილი დენის იადიელ სანჩესი ადანაშაულებდა.

dailymail-ის ინფორმაციით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილენა მას შემდეგ მიიღო, რაც მომღერლის დისშვილმა უარი თქვა სექსუალურ ძალადობასა და ინცესტთან დაკავშირებით სარჩელზე და მოსამართლეს საქმის დახურვა სთხოვა.

მოსამართლემ ასევე გააუქმა დროებითი აღკვეთის ორდერი, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ იქნა შეტანილი მარტინის წინააღმდეგ. მარტინი სასამართლოს Zoom-ის მეშვეობით ესწრებოდა.

დენის იადიელ სანჩესი, პოპ მომღერლის ნახევარდის, ვანესა მარტინის ვაჟია, ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის რიკი მარტინის ძმა და მომღერლის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ 21 წლის დენის იადიელ სანჩესს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მარტინისა და სანჩესის სავარაუდო ურთიერთობა დადასტურების შემთხვევაში, მომღერალს პუერტო რიკოს კანონმდებლობით ინცესტის ბრალდებით 50-წლიანი ატიმრობა ემუქრებოდა.

დღის ამბები