27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ჰუმანიტარული მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები შეგროვდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა - მანჯგალაძე კასიანოვის განცხადებაზე

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან გასაწევ დახმარებაზე უფრო დიდი მოლოდინი არსებობდა - ოპოზიცია ეხმაურება. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილში, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო და საქართველოსთვის ომში ჩართვა არავის უთხოვია.

"ქართული ოცნება" ახდენს ფაქტებით მანიპულაციას, თითქოს უკრაინა მეორე ფრონტს ითხოვდა ან ჩვენთვის არ გვაქვს იარაღი და იარაღის მიწოდებას ითხოვდა, ასეთი რამ უკრაინის მხრიდან არასდროს არ დამდგარა როგორც პირობა ჩვენთვის. მოლოდინები, რაც შეიძლებოდა, ვთქვათ ჰუმანიტარული მიმართულებით - უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, ვგულისხმობ სამხედრო ექიმებს, ზოგადად ქირურგებს, რის ნაკლებობასაც განიცდიდა ომის დროს, ასევე სისხლის ბანკის პრობლემა იყო და შეიძლებოდა საქართველოში ამის ორგანიზება, ასევე მედდები შეიძლებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტი ჰქონდათ, ძალიან ბევრი იყო სამოქალაქო მიმართულებით დაჭრილი ადამიანები. ჰუმანიტარული მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები შეგროვდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები