იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგენტო reuters წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა.
როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი.
იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა, მიმდინარეობს.