27 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ვცდილობდით, წვლილი შეგვეტანა, დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში - ნედ პრაისი

საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა 

გარდა ამისა, ქართული მედიის წარმომადგენელმა პრაისს ჰკითხა, რომ საქართველოში არის განცხადებები მოსამართლის მიმართ დაწესებულ უსამართლო სანქციებზე, კონკრეტულ საქმეზე, რომელიც, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, თავად მოსამართლემაც დაადასტურა და ამან გარკვეულწილად საქართველოში გაუგებარი ვითარება შექმნა. პრაისის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. 

"არ ვარ ამ კონკრეტულ საკითხში გარკვეული. უფრო ფართოდ რომ ვისაუბრო, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს გვერდით ვდგავართ და მრავალი წელია, დამოუკიდებლობის შემდეგ მხარს ვუჭერთ დემოკრატიის შენების ძალისხმევას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე, ყველგან, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების და იმ ინსტიტუტების მშენებლობაში, გაძლიერებაში, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად.

წლების განმავლობაში გამოვყავით თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გვყავს ათასობით ადამიანი, რომლებიც კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ვეხმარებოდით ეკონომიკურ ზრდაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დემოკრატიულ მართვაში და სხვა ინიციატივებში," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები