უკრაინაში ომის 148-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 80-ზე მეტჯერ დაარტყეს სუმის ოლქს, დაშავებულია 1 ადამიანი. რეგიონის დასახლებებში დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები.
რუსულმა ჯარებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქი. რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირდაპირი დარტყმები განხორციელდა უკრაინულ კომბაინებზე, რომლებიც მარცვლეულის მოსავალს იღებდნენ.
რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები განახორციელეს სუმის ოლქის ოთხ დასახლებაზე. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ადგილობრივი ეკლესია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ქალაქი მიკოლაივი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.