საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ 21 ივლისს ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0078-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8203 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.0297-ით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8697 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0246-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.3748 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0006-ით გამყარდა . ლირის ღირებულება 0.1603 ლარი გახდა.