27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, ცნობილი კინოსურათის "ცხოვრება მშვენიერია" თეატრალური ვერსია დაიდგა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, ცნობილი კინოსურათის "ცხოვრება მშვენიერია" თეატრალური ვერსია დაიდგა.

რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმი თანამედროვე რეალობას მოარგო და გადაწყვიტა სცენიდან მაყურებელს აჩვენოს, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლის გადარჩენისთვის ერთ სივრცეში მყოფი ადამიანები.

18 მსახიობიდან ნახევარი პროფესიონალია, ნახევარი კი შშმ პირია.

სპექტაკლი ცნობილი იტალიელი რეჟისორის რობერტო ბენინის 70 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელმაც ოსკაროსანი ფილმი გადაიღო. შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ იტალიელი ხელოვანი საქართველოში პრემიერისთვის სპეციალურად ჩამოვა.

დღის ამბები