27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისშია - ევროპელი დეპუტატების პოლიტიკური გზავნილები და მოლოდინები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით

6 ევროპელი დეპუტატი თბილისში ორი დღის განმავლობაში იმის გარკვევას შეეცდება, თუ რას აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ევროპარლამენტარებმა პირველი შეხვედრა და პირველი მოწოდებაც პრეზიდენტის სასახლიდან გააკეთეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველომ უნდა დაძლიოს - პოლარიზაციაა. ანალოგიური მოწოდებები ისმოდა სალომე ზურაბიშვილისგანაც. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ბრიუსელთან მიმართებაში რიტორიკა დაუწუნა, ოპოზიციას კი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის დელეგაციამ დღეს შეხვედრები გამართა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან და პარლამენტის სპიკერთან. ყველა შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროპული მიზნის მისაღწევად გასავლელი 12 ნაბიჯი იყო, რომელთან დაკავშირებითაც ვერც პოლიტიკოსები თანხმდებიან და ვერც მესამე სექტორი.

დღის ბოლოს ევროპელმა პოლიტიკოსებმა დეპუტატებს და საზოგადოებას კიდევ ერთი გზავნილი დაუტოვეს. ევროპარლამენტარები საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ქვეყანას ისტორიული შანსი გაუჩნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

დღის ამბები