27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
კურიერმა გაარკვია, ვინ არის სოსო გოგაშვილის ნათესავი, რომლის საშუალებითაც სუსის მაღალჩინოსანმა სასტუმრო გადაიფორმა და რას ითხოვენ პოლიტიკოსები გამოძიებისგან

უძრავი ქონება საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ - 2018 წელს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში ძებნილ გია ლორთქიფანიძეს კიევში შეხვდა, რომელმაც სოსო გოგაშვილს გარკვეული ცნობების სანაცვლოდ დიდ თანხა შესთავაზა. "კურიერის" ინფორმაციით, გოგაშვილმა შეხვედრაზე ფულის სანაცვლოდ უძრავი ქონება მოითხოვა და მალევე მიიღო კიდეც.

სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ხირსა" დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორისგან გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, სოსო გოგაშვილის ოჯახის ნათესავმა ბესიკ გაფრინდაშვილმა გადაიფორმა, შემდეგ კი უძრავი ქონება სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების სანაცვლოდ გადასცა.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე გოგაშვილების ოჯახი ისევ დუმს, უკრაინაში მის ვიზიტს კი კატეგორიულად უარყოფს. სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის შესაძლო საიდუმლო შეხვედრასა და გარიგებაზე სიმართლის დადგენას, გამოძიებას სთხოვს პოლიტიკური სპექტრი. უმრავლესობაც და ოპოზიციაც ამ საკითხზე ერთიანია და ყველა საეჭვო გარიგებაზე ძალოვანი უწყებებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

დღის ამბები